ღია სტუდია - უკრაინაში ომი გრძელდება
ღია სტუდია - უკრაინაში ომი გრძელდება
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ჯერ კიდევ მიმდინარე საომარი მოქმედებები გლობალურ ეკონომიკაზეც აისახება. აზიის განვითარების ბანკის ახალი ანგარიშით, 2021 წელს მიღწეული ორნიშნა ზრდის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.4 პროცენტამდე შემცირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ამავე კვლევით, უარყოფით შედეგებს საქართველო დაინახავს შემცირებული ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხით. ეკონომიკის დოქტორის რამაზ გერლიანის განცხადებით, სავარაუდოდ, რუსეთის უკრაინაში აგრესიის ეკონომიკური შედეგები იმაზე მტკივნეული არ იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკამ მიიღო კოვიდპანდემიის პერიოდში. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მოკლევადიანი გადაწყვეტილებები ეკონომიკური შოკების თავიდან ასაცილებლად.

სტუმარი: რამაზ გერლიანი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: