ღია სტუდია - თენგიზ ცერცვაძე: კვირის ბოლოს დაიწყება პოსტკოვიდური სინდრომის   პროგრამა
ღია სტუდია - თენგიზ ცერცვაძე: კვირის ბოლოს დაიწყება პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამა

დღევანდელი მონაცემით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 872 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 266 081 გამოჯამრთელდა. გამოჯამრთელებულ პაციენტთა ნაწილს აღენიშნება ჯამრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები – ამ მოვლენას უკვე ეწოდა პოსტკოვიდური სინდრომი. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ამ კვირის ბოლოს უკვე დაიწყება პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის, კვლევისა და მკურნალობის პროგრამა. უფრო კონკრეტულად – თბილისის მასშტაბით 400 კოვიდგადატანილ ადამიანს ჩაუტარდება გამოკითხვა -კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ტიპის პაციენტებს უდასტურდებათ პოსტკოვიდური სინდრომი და რამ გამოიწვია ის. თენგიზ ცენცვაძის ცნობით, ასეთი კვლევა აქამდე მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. მისივე განმარტებით, კვლევის შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, რადგან დღეს ამ დაავადებას სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ. ოჯახის ექიმის თამარ გოდებაძის ცნობით, გაზრდილია კოვიდგადატანილი პაციენტების მიმართვიანობა სხვადასხვა ჩივილით – უპირველესად, ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები. ხშირია საერთო სისუსტისა და ძილის დარღვევასთან დაკავშირებული ჩივილებიც.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: