ღია სტუდია - თათია კონიაშვილი - ყველაზე რთული დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება იქნება I 30.11.2023
ღია სტუდია - თათია კონიაშვილი - ყველაზე რთული დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება იქნება I 30.11.2023

2 კვირაში, 14 ან 15 დეკემბერს ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ოღონდ ევროკომისიამ გადაწყვეტილება მიიღო დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

დემოკრატიის კვლევის ინტიტუტის მკვლევარი თათია კონიაშვილი ამბობს, რომ წარსულში პარლამენტთან სამუშაო ჯგუფებში არსებული პრობლემების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

„სხვა საკითხია, რომ დეპოლარიზაციის გარეშე, საეჭვოა, ინკლუზიური მუშაობა შესაძლებელი იყოს. არადა, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მუშაობაში ყველა იყოს ჩართული“, – განაცხადა თათია კონიაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: