ღია სტუდია - შორენა ლორთქიფანიძე - ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დიალოგის გარეშე, პრობლემები ვერ მოგვარდება I 02.02.2023
ღია სტუდია - შორენა ლორთქიფანიძე - ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დიალოგის გარეშე, პრობლემები ვერ მოგვარდება I 02.02.2023

NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში გამოკითხულთა 83 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

შემოდგომაზე გაირკვევა, რამდენად დაკმაყოფილდება საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით პესიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, საქართველოს შიგნით არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება, ინკლუზიურად და ერთად იმუშაონ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის.

„სამწუხაროდ, არც ჩანს რეფორმების გატარების სურვილი და პოლიტიკური ნება. შემოდგომამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი და, სურვილის შემთხვევაში, ამ 12 რეკომენდაციის შესრულება რთული არ უნდა იყოს. თუმცა, მე ამის სურვილს ვერ ვხედავ“, – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: