ღია სტუდია – შინმოვლის სამსახურის განვითარების პერსპექტივა
სტუმარები : გაიოზ ყუბანეიშვილი – საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი. ანგელიკა ჰიპი -გერმანიის კარიტასის ფონდის ხელძღვანელი; ია ადეიშვილი – თარჯიმანი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ოფიცერი.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შინ მოვლის სერვისების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 2 34 76 75 ; „ საქართველოს კარიტასის “ სპეციალისტები უფასოდ მოგემსახურებიან -გაიოზ ყუბანეიშვილი.
“საქართველოს მსგავსი განვითარების ეკონომიკის ქვეყნებში „შინ მოვლის“ სამსახურის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამოქალაო საზოგადოების გააქტიუერებაზე . ჩემი ჩამოსვლის მიზანი ამ სამსახურისთვის ადგილობრივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებაში დახმარებაა; ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქველმოქმედებით ბევრ ხანდაზმულ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანს დავეხმარებით “- ანგელიკა ჰიპპი.
„ საქართველოს კარიტასის“ უმთავრესი ამოცანა „შინ მოვლის“ სამსახურის საქართველოს რეგიონებში განვიათარებაა. ამჟამად ჩვენს ორგანიზაციას მხოლოდ 1000 ბენეფიციარი ჰყავს. საჭიროება და მოთხოვნა კი გაცილებით მაღალია. ხელისუფლებამ დეკლარაციის დონეზე უკვე გამოხატა მხარდაჭერა, რასაც მომავალში ფინანსური რესურსების გამოყოფაც უნდა მოყვეს, -გაიოზ ყუბანეიშვილი.