ღია სტუდია – სასამართლოს განაჩენი და ქუჩის პროტესტი
“მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილება პასუხობს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუმცა ღიად რჩება პასუხი კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. პროკურატურამ სრული კრახი განიცადა, რასაც მოწმობს შოთაძის გადადგომა, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გადატანა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გარკვეულ იმედებს აჩენს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.” – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა
“რა გახდა ეს ქევხიშვილი, რომ მადლობა უთხრან, გადააყენონ და გაუშვან სახლში, მივმართავ კვირიკაშვილს და კობახიძეს, სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში ეს ვაკხანალია. დღეს საქმე უკვე სისხლიან დაპირისპირებამდე მივიდა. მაინცდამაინც აქციაა საჭირო, ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე კონკრეტულ მოვლენებზე რეაგირება რომ მოახდინოს?!” – განაცხადა ვაჟა ბერიძემ
“გამოძიებამ სუსტად იმუშავა, მაგრამ როგორ გინდა სიმართლის დადგენა, როცა ხალხმრავალი ჩხუბის მონაწილე მოზარდები გამოძიებას ჩვენებას არ აძლევენ. სიმართლის თქმა დასმენად და ჩაშვებად სანამ მიგვაჩნია, არაფერი გვეშველება.” – განაცხადა ვაჟა ბერიძემ
სტუმრები: ვაჟა ბერიძე – ანალიტიკოსი
სატელეფონო ჩართვა: არჩილ კაიკაციშვილი –“ახალგახრდა ადვოკატები” ხელმძღვანელი