ღია სტუდია - საქართველოში მიმდინარე პროცესები უკრაინის ომის ფონზე I 15.05.2025
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პრეზიდენტი არ ჩავიდა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, სტამბოლში არ ჩავიდა არც პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც პუტინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შემთხვევაში, არ გამორიცხავდა, თავადაც შეერთებოდა შეხვედრას.
უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას ახდენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე – ამბობს უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი.
„ფაქტია, რომ უკრაინაში დაწყებული ომი ჩარჩოდ იქცა საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებისთვის“, – ამბობს შაიშმელაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
