ღია სტუდია - საქართველოში გრიპის პიკია I 05.03.2024
ღია სტუდია - საქართველოში გრიპის პიკია I 05.03.2024

საქართველოში გრიპის პიკს იანვარ-თებერვალში ელოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, პიკი მარტს დაემთხვა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ გოდერიძე ამბობს, რომ საქართველოში ცირკულირებს როგორც გრიპის ვირუსები, ასევე კოვიდიც.

მისივე აზრით, ზრდასრულმა ადამიანმა ექიმს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ დაავადებიდან მესამე დღეს მისი მდომარეობა არ უმჯობესდება. ეს არ ეხებათ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა გრიპით დაავადების შემთხვევაში, თამარ გოდერიძის თქმით, სტაციონარში მოთავსება აუცილებელია.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს უნდობლობა ვაქცინაციის მიმართ. ფაქტია, რომ გრიპის საწინააღმდეო ვაქცინით აცრილი ადამიანები დაავადებას უფრო მარტივად უმკლავდებიან“, – განაცხადა თამარ გოდერიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: