ღია სტუდია - საქართველო - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე
ღია სტუდია - საქართველო - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველომ საფრანგეთისგან უნდა გადმოიბაროს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა. ეს პირველად ხდება ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავზე. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა და მისი თავმჯდომარეობა არა მხოლოდ საპატიო, არამედ საპასუხისმგებლოცაა. თუმცა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან ამ მნიშვნელოვანი ევროპული სტრუქტურის საქმიანობის წარმმართველი, ამავე დროს ქვეყანას საშუალება მიეცემა, რომ ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნა აქტიურად იყოს გამოყენებული ჩვენი უმთავრესი პრობლემის მოგვარებისთვის, ანუ ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით.

სტუმარი: გია აბაშიძე – პოლიტიკური ანალიტიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: