სავარაუდოდ, დღეს ამერიკის კონგრესში „მეგობარი აქტის“ განხილვა დაიწყება. ორპარტიული პროექტი, ერთის მხრივ, საქართველოსა და აშშ ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, მეორე მხრივ, სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.
მედეა ტურაშვილი, კონფლიქტებისა და მშვიდობის მკვლევარი ამბობს, რომ აქამდე დასავლეთი საქართველოს კონკრეტული პირების მიმართ შედარებით სუსტ სანქციებს იყენებდა, რაც, უმეტესად, კონკრეტული პირების სავიზო შეზღუდვას გულისხმობდა.
„მაგრამ თუ საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც არადემოკრატიული განვითარებით არიან გამორჩეულები, როგორც ჩანს, ეს უკვე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება, რასაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე იგრძნობს“, – აცხადებს მედეა ტურაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
