ღია სტუდია - სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის I 24.04.2025
ღია სტუდია - სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის I 24.04.2025

ამერიკელების მიერ უკრაინის სამშვიდობო გეგმის „გაჟონვამ“ 23 აპრილის ლონდონის შეხვედრის წინ – შეხვედრაზე უნდა განხილულიყო უკრაინაში ომის დასრულების პირობები – ახალი სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიების დათმობა ის წითელი ხაზია, რომლის განხილვასაც უკრაინა არ აპირებს. გეგმით, ყირიმი დეიურე რუსეთის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო აღიარებული.

„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლა გამოიწვევს ვაშინგტონის მხრიდან კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერებას.

„გამორიცხული არ არის, ეს უკრაინისთვის კარგიც იყოს – თეთრი სახლის არასტაბილური პოლიტიკიდან გამომდინარე, ზელენსკისთვის აჯობებს, ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა სრულად გადართოს ევროპაზე“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: