ღია სტუდია – სამართლის ძიებიდან პოლიტიკურ პროცესამდე

15:32, 04.06.2018
-0:00

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე სამოქალაქო პროტესტისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემამ მოქალაქეების ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვია, როგორც მოსალოდნელი იყო ამის შემდეგ პარლამენტთან შეკრებილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსახლეობა პროცესებში პოლიტიკური პარტიების ჩართვის წინააღმდეგია.”

“სოციალური პროტესტი სარალიძის საქმით არ დაწყებულა, მან მხოლოდ სტიმული მისცა ქვეყანაში მიმდინარე ბევრი პროცესით უკმაყოფილო ხალხის, მათ შორის ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლას.” – განაცხადა ეკა დარბაიძემ

“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაყენებული პოლიტიკური მოთხოვნები არ შესრულდება , ჩვენ ეს არ გვაინტერესებს , რამდენადაც ამ მოთხოვნების შესრულება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის. ხელისუფლებისთვის ახლა უმთავრესია, შვილმკვდარმა მამამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს, სწორედ ამას ემსახურება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და საგამოძიებო პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ყველა ადექვატურად აგებს პასუხს, კომისია ნათელს მოჰფენს არა მარტო კონკრეტულ მკველობასთან დაკავშირებულ დეტალებს, არამედ გამოავლენს სკოლებში, პროკურატურაში და სასამართლოში დღეს არსებულ ბევრ ხარვეზს, რამაც ხელისუფლების დღის წესრიგი უნდა განსაზღვროს. ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებულმა პროტესტმა ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, რაც უფრო ჯანსაღი პროცესების განვითარებას შუწყობს ხელს. ჩვენი ვალდებულბაა, ზაზა სარალიძეს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საგამოძიებო და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა დავუბრუნოთ.” – სატელეფონო ჩართვისას განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლევან  გოგიჩაიშვილმა

 

სტუმრები: ეკა დარბაიძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

სატელეფონო ჩართვა: ლევან  გოგიჩაიშვილი – უმრავლესობის წევრი

მსგავსი