ღია სტუდია - სამართალი და სამართლიანობა I 26.03.2026
ღია სტუდია - სამართალი და სამართლიანობა I 26.03.2026

არ არსებობს სამწუხარო სტატისტიკა, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის რამდენი მონაწილე დააჯარიმეს 5 ათასიანი ჯარიმით და რამდენს მიუსაჯეს პატიმრობა. ფაქტია, მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს გაიზრდება, რადგან თითქმის ყოველ დღე სოციალურ ქსელებში აქციის მონაწილეები ინფორმაციას ავრცელებენ მათ სასამართლო პროცესებზე დაბარების შესახებ.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ ბოლო წელიწადნახევარში მიღებული კანონები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს, ნიშანია, რომ ქვეყანა ავტორიტატიზმისკენ გადაიხარა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ევროკავშირში სანახევროდ შესული საქართველოს უკუსვლა ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით არის გამოწვეული.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: