ღია სტუდია – საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავს I 22.10.2026

19:29, 22.10.2026
-0:00

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, რომლითაც მოსარჩელეები 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვენ.

„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ახსნა, თუ რატომ თვლის აუცილებლად პარტიების აკრძალვას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, პარტია ამოდიოდა არა პარტიის, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან, რადგან აუცილებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება.

„ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ „ლელოს“ აკრძალავენ, „ლელო“ არსად წავა და განაგრძობს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის პოლიტიკურ ბრძოლას. ფედერალისტების წევრის ელისო ფაჩუაშვილის თქმით, ძლიერი ხელისუფლება პარტიებს არ კრძალავს. ის ამბობს, რომ ფედერალისტების აკრძალვის შემთხვევაშიც, პარტია განაგრძობს ამომრჩეველთან მუშაობას ალტერნატივის შესაქმნელად.

აკრძალული პარტიების სიაში არ არის „ლეიბორისტული პარტია“, თუმცა, „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა თვალყურს ადევნებს სასამართლოს მიმდინარეობას. მისი აზრით, თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი