ღია სტუდია – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში
სტუმრები : ირაკლი იზორია – ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი; ვასილ ურუშაძე- პლატფორმა „ჰაბჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორი წლის წინ შემუშავებული მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია , რომლის საფუძველზეც მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ სამოქმედო გეგმა გაწერა, დღეს თაროზე შემოდებული უმოქმედო დოკუმენტია; ამჟამად საქართველოში არ არსებობს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ტრანსპორტის სექტორში არსებულ პრობლემებზე და სფეროში არსებულ გამოწვევებს ადექვატურად უპასუხებს; სატრანსპორტო პოლიტიკის გამტარებელი არა ეკონომიკის , არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა იყოს და ის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გადაკეთდეს – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.