ღია სტუდია – საჩხერის მერიის 2018 წლის მთავარი გამოწვევები
სტუმარი: ოთარ ომიაძე – საჩხერის მერის მოადგილე
“1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული 11 საუკუნის ძეგლის , ჯრუჭის მონასტრის აღგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. კომპანია, რომელმაც 695 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა განახორციელოს, ორ კვირაში ტენდერით გამოვლონდება. მონასტერი ორ წელიწადში მთლიანად აღდგება.რაც შეეხება ასევე 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებულ ციხე ‘“ მოდი ნახეს“ , მისი აღგენითი სამუშაოები ფონდი ‘ ქართუს“ დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს. 18-ე საუკუნის კულტურული ძეგლი პირვანდელ სახეს უახლოეს მომავალში დაიბრუნებს”-ოთარ ომიაძე
“ცოტა ხნის წინ საჩხერეში დიალეზის პროგრამით მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად 100 და 50 ლარით ეხმარება”-ოთარ ომიაძე