ღია სტუდია – საბადოები და მათი ექსპლუატაცია
როგორ უდა მოიპოვებოდეს 21-ე საუკუნეში წიაღისეული. რა ხდება საქართველოში და რა ხდება ცივილიზებულ მსოფლიში;
სტუმარები : ირაკლი გუჯაბიძე – ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი. სანდრო თვალჭრელიძე- გეოლოგი(სატელეფონო ჩართვა)
“შახტის დახურვა გამოსავალი არ არის; მთავრობას ვურჩევ ნახშირის მიწისქვეშა წვაზე და ენერგიის მიღებაზე დაიწყოს ფიქრი. იქ მეტი რაოდენობის ქვანახშირი უნდა მოვიპოვოთ და ქართულ ენერგეტიკაში გამოვიყენოთ;ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებაზე უარის თქმა არ შეიძლება. იქ ნახშირის გარდა რკინის მადნის დიდი მარაგი არსებობს.”
“ტყიბულის შახტი რუსულ-საბჭოური ტიპის მაღაროა, სადაც არ არის დამონტაჟებული წინასწარი შეტყობინების სისტემები; ამას მილიონები სჭირდება , თუმცა საბოლოოდ მაინც გასაკეთებელია; ტყიბულის შახტებს რეაბილიტაცია სჭირდება . ასევე გადაუდებელია შრომის უსაფრთოების ნორმების დამკვიდრება” -სანდრო თვარჭრელიძე.
“ტყიბულის შახტის მსგავსი ღრმა , მეთანის და გაზის მხრივ საშიში საბადოები მარტო საქრთველოში არ არის; უბედური შემთხვევები ყველგან ხდებოდა და ხდება. თუმცა დღეს ქვანახშირის მოპოვებისას უსაფრთოების წესებს თუ დავიცავთ , გამონაკლისისი გარდა , ასეთი შემთხვევები აღარ გვექნება .”
“სამთო მოპოვების სფეროში კადრების კვალიფიკაციის პრობლემა არსებობს; თბილისში არის სასწავლო შახტები , სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსებს გადიან ; თუმცა ეს კადრები ტყიბულში სამუშაოდ არ მიდიან იმის გამო, რომ იქ უსაფრხოების ნორმები დაცული არ არის და ბევრი უბედური შემთხვევა ხდება”.
“სამთო საზოგადოება უახლოეს დღეებში შახტებში არსებული პრობლემის მოგვარების შესახებ კონკრეტულ ხედვას წარმოადგენს. სპეციალისტების შეხვედრები დღეიდან იწყება ; ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში გვაქვს ტექნოლლოგიები და საჭიროა მათი გამოყენება; საქმის კეთება არ იცოდე და საქმეს თავი დაანებო,არასწორია; შახტის დახურვა არ არის გამოსავალი; ტყიბულის შახტაში ტექნოლოგიები მთლიანად შესაცვლელია” . -ირაკლი გუჯაბიძე.