ღია სტუდია - რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზას ამზადებს I 26.12.2023
ღია სტუდია - რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზას ამზადებს I 26.12.2023

რუსეთმა ოჩამჩირის სანაპიროსთან უკვე მოამზადა ბაზა წყალქვეშა ნავების დასაბინავებლად, რასაც პასუხად ნატო-ს გამაფრთხილებელი განცხადებაც მოჰყვა.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლებელია, დაბომბოს ეს ბაზა, თუ იქ თავს მოიყრიან რუსული სამხედრო წყალქვეშა ნავები.

„უკრაინა ფლობს საამისო შეირაღებას. გარდა ამისა, აფხაზეთში სხვა პროცესიც მიმდინარეობს: 28 დეკემბერს აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის ნაწილი აპირებს, ქმედითი პროტესტი შეაგებოს იქაურ საოკუპაციო ხელისუფლებას, რომელიც გეგმავს ბიჭვინთის აგარაკებისა და საბჭოთა პერიოდის დასასვენებელი სახლების გადაცემას რუსეთის პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

სტუმარი: პაატა დავითაია, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: