ღია სტუდია - როგორ შეიცვალა დასავლეთი უკრაინის ომის ფონზე I 29.02.2024
ღია სტუდია - როგორ შეიცვალა დასავლეთი უკრაინის ომის ფონზე I 29.02.2024

უკვე ორი წელია, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოპტიმისტური მოლოდინის მიუხედავად, ომი უკრაინაში გრძელდება.

ამ ორი წლის მანძილზე ტრანსფორმაცია განიცადა დასავლეთის პოლიტიკამ – თუ ომის პირველ თვეებში დასავლელი ლიდერები ჯერ კიდევ ცდილობდნენ რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნებას, გაეყვანა ჯარები უკრაინიდან – დღეს პუტინთან კონტაქტს ყველა გაურბის.

თუ ომის პირველ დღეებში დასავლეთი თავს იკავებდა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით – დღეს უკრაინელები თანამედროვე დასავლური მძიმე შეიარაღებით იბრძვიან.

ანალიტიკოსი გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ევროპამ ნელა, მაგრამ დაინახა ის საფრთხე, რაც რუსეთიდან მოდის.

„ევროპის სტრატეგია, რომ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით, შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის ტრანსფორმაცია – ფაქტია, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

მისივე აზრით, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის შედეგიანი იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: