ღია სტუდია - როგორ იმუშავებს იურიდიული დახმარების სამსახური I 05.02.2026
გუშინ პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო ცვლილებები კანონში იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ – იურიდიული დამხარების სამსახური ამ ცვლილებით, ანგარიშვალდებული პრემიერ მინისტრის წინაშე ხდება და დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ექნება. აქამდე ეს სამსახური არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარებოდა და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იყო.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ადამიანებს – ვისაც იურიდიული დამხარებისთვის საჭირო თანხები არ აქვს.
იურისტი კახა წიქარიშვილი, რომელიც 2013 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალ კანონ-პროექტზე მუშაობდა, ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხდება ყველა სტრუქტურის მონოპოლიზება.
„ეს ცვლილებები შეზღუდავს ადვოკატის დამოუკიდებლობას“, – ამბობს წიქარიშვილი.
მოწყვლად ჯგუფებს უფასო იურიდიული დამხარებით არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტის თათია კონიაშვილის განმარტებით, შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ამ დამხარების რესურსი აღარ არსებობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
