ღია სტუდია - როგორ იცვლება მსოფლიო უსაფრთხოება უკრაინის ომის ფონზე I 06.03.2025
დღეს ევროკავშირის სამიტი იმართება, სადაც საუბარი იქნება როგორც უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
სავარაუდოდ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ. წინასწარი გათვლებით, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება.
ევროპელი დემოკრატების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარაუდობს, რომ უკრაინას რამდენიმე თვიანი მძიმე პერიოდი ელოდება, სანამ ევროპა შესძლებს აშშ-ის მიერ შეჩერებული სამხედრო დახმარების ჩანაცვლებას.
მისივე აზრით, საქართველოს ბუნებრივი პარტნიორი ევროპაა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველო ფსონს ტრამპზე დებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
