ღია სტუდია - როდის აისახება ეკონომიკის ზრდა ჩვენს ჯიბეზე I 13.11.2025
ღია სტუდია - როდის აისახება ეკონომიკის ზრდა ჩვენს ჯიბეზე I 13.11.2025

საქართველოში ეკონომიკა იზრდება. თუმცა, ამ ზრდას საკუთარ ჯიბეზე ვერ გრძნობს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი.

პირველი არხის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი მიდის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ჯგუფზე და საქართველოში კვლავ პრობლემაა საშუალო ფენის არსებობის.

„საზოგადოებისა და ბანკების“ დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის აზრით, საქართველოში შესაცვლელია ეკონომიკური მოდელი, რადგან არსებული დოვლათის სამართლიანად განაწილებას ვერ უზრუნველყოფს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: