ღია სტუდია - რისკები და პერსპექტივები 14 ნოემბრის მოვლენების შემდეგ
ღია სტუდია - რისკები და პერსპექტივები 14 ნოემბრის მოვლენების შემდეგ

14 ნოემბერს ჩავარდა კანონპროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ჩავარდნას მოჰყვა მწვავე რეაქცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციაში, არამდე თვით ხელისუფლების პარტიაში, რომ არაფერი ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებაზე. რა არგუმენტებით ხსნიან ქართული ოცნების წევრები კანონპროექტის ჩაგდებას, როგორ შეიცვალა ქართული ოცნების რენომე, რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ მიზნებზე შეთანხმების შემდეგ, რა აძლიერებს და სად მოისუსტებს ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების პოზიციები… ამ და სხვა საკითხებს ეხმიანებიან „ღია სტუდიის“ რესპონდენტები;  ილიაუნის პროფესორი გია ნოდია,  საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, მაჟორიტარი ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი ოთარ კახიძე, პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველო ნუგზარ წიკლაური, ნაციონალური მოძრაობა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: