ღია სტუდია – რეგულაციები ჭარბი წამლების წინააღმდეგ

16:50, 13.07.2018
-0:00

რამდენად ხშირად და რატომ უწერენ ექიმები პაციენტებს იმაზე მეტი რაოდენობის მედიკამენტებს, ვიდრე ესაჭიროებათ.
რა პრევენციული ღონისძიებების ამოქმედებას აპირებს სახელმწიფო 16 ივლისიდან და შეძლებს თუ არა ახალი ინიციატივა პრობლემის მოგვარებას

“ხშირად ექიმი პაციენტს ერთი და იგივე მოქმედების რამდენიმე მედიკამენტს უნიშნავს, რასაც არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია.” – განაცხადა ლუიზა გაბუნიამ

“16 ივლისიდან პაციენტს ექიმის დანიშნულების, კერძოდ, გამოწერილი მედიკამანტების რაოდენობის მიზანშეწონილობის გადამოწმება შეეძლება. მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებისგან პასუხს სამ სამუშაო დღეში მიიღებს.” – განაცხადა მარინა დარახველიძემ

“კითხვა მიჩნდება, რამდენად მოქნილი და ეფექტური იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მექანიზმი ექიმების მიერ გამოწერილი წამლების რაოდენობის გადამოწმების შესახებ, გარკვეულ დადებით შედეგს ალბათ მივიღებთ, თუმცა პრობლემის მოგვარებას უფრო გლობალური მიდგომა სჭირდება.” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

სტუმრები: ლუიზა გაბუნია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სერგო ჩიხლაძე – ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში

სატელეფონო ჩართვა: მარინა დარახველიძე – ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მსგავსი