ღია სტუდია – რეალური თუ შეკერილი სამართალი – გამოძიებებით უკმაყოფილი შვილმკვდარი ოჯახები და ხალხის პროტესტი

15:16, 30.05.2018
-0:00

რა კითხვებს უჩენს უფლებადამცველებს და საზოგადოებას გახმაურებულ მკვლელობებზე პროკურატურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ახერხებს თუ ვერა საგამოძიებო ორგანო სამართლიანობის აღგენას და რას ნიშნავს სიმართლის ძიებაში ქუჩაში გამოსული შვილმკვდარი მშობლების პროტესტი, იმეორებს თუ არა ხელისუფლება თავისი წინამორბედის საბედისწერო შეცდომებს და რა ფასად შეიძლება ეს ქვეყანას დაუჯდეს

“ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის მსგავს მასობრივ ჩხუბში მონაწილე პირებისთვის ფაქტების დეტალური აღდგენა ძალიან რთულია, ამდენად მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურადაც განსხვავდებოდეს, ასეთ ვითარებაში გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის საბოლოო ვერდიქტის გამოტანისას ყველაზე ინფორმაციული ექსპერტიზის დასკვნაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩატარებული ექსპერტიზის გასაჯაროვებული შედეგები კი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც სიმართლის დადგენას ართულებს.” – გნაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ

“ჩვენ თითქმის მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. მოქმედი ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის საბედისწერო შეცდომებს, თუმცა მთავარია წარსულის შეცდომები საზოგადოებამ არ გაიმეოროს. აქციებსა და პროტესტში ცუდია არაფერია, თუმცა ქუჩაში ხშირად გამოსულ ხალხს ისედაც სუსტ ქვეყანაში დიდი და არასასურველი პოლიტიკური რყევების გამოწვევა შეუძლია ტრადიციულად საქართველოში ხელისუფლებები მეორე ვადის გასვლის შემდეგ ცუდად ამთავრებენ ხოლმე. “ქართულმა ოცნებამ” ეს აუცილებლად უნდა გაითვალსიწინოს და თავიდან აიცილოს ქვეყანაში რევოლუციური ცვილებები, რაც საქართველოს მხოლოდ დააზარალებს.” – განაცხადა გელა ვასაძემ

 

სტუმარი: გელა ვასაძე – ექსპერტი, დიმიტრი ხაჩიძე – კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მსგავსი