ღია სტუდია - რაში მდგომარეობს წარმატება პროექტისა "აწარმოე საქართველოში"
ბოლო ეტაპზე პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადი 20 ათასზე მეტმა მსურველმა შეიტანა. გრანტი მიიღო სამი ათასზე მეტმა.
რა სურათია გარანტის მიღების შემდეგ? რა პროდუქციას უშვებენ გამარჯვებულები? რამდენ ადამიანს ასაქმებენ? როგორია ბიუჯეტიდან გაცემული გრანტების უკუგება? არის შემთხვევები,როცა გრანტის მიმღებები ვერ აწარმოებენ პროდუქციას? რა ზომებს მიმართავს ამ დროს სახელმწიფო? მთავრდება, თუ გაგრძელდება პროექტი “აწარმოე საქართველოში”?
“„აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში გრანტის მისაღებად რეგიონებში ბისზენის დაწყების ან გაფართოების მსურველებმა ორი ეტაპი უნდა გაიარონ. პირველი ეტაპის გადალახვის, ანუ იდეის მოწონების შემდეგ ბიზნეს იდეის ავტორებს სახელმწიფო ბიზნესგეგმის შემუშავებაშიც ეხმარება. ამ მიზნით ისინი სპეციალური გადამზადების უფასო კურსებს გადიან, რის შემდეგაც წარმოდგენილ ბიზნეს გეგმებს შორის სააგენტო „აწარმოე საქრთველოში“ უკვე გამარჯვებულ ბენეფიციარებს არჩევს. ბიზნესგეგმების ავტორებმა ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის 20 პროცენტი თავად უნდა გაიღონ, სწორედ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ გადაურიცხავს სააგენტო მათ გრანტს, კერძოდ, მოთხოვნილი თანხის დარჩენილ 80 პროცენტს.” – განაცხადა, რადიო პირველი არხის ეთერში საგრანტო პროექტის “აწარმოე საქართველოში” მენეჯერმა ირინა გიორგიძემ.
“პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მორიგი ეტაპი, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე გამოცხადდება. პროექტში გარკვეული ცვლილების შეტანა, კერძოდ მისი გაუმჯობესება იგეგმება . სავარაუდოდ, გაიზრდება საგრანტო თანხის მოცულობა და პროგრამა კიდევ უფრო მეტად იქნება ბენეფიციარებზე მორგებული.” – განაცხადა რადიო პირველი არხის ეთერში საგრანტო პროექტის “აწარმოე საქართველოში” მენეჯერმა ირინა გიორგიძემ.
სტუმარი: საგრანტო პროექტის “აწარმოე საქართველოში” მენეჯერი ირინა გიორგიძე.