ღია სტუდია - რამდენად შესაძლებელია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა I 23.05.2024
ღია სტუდია - რამდენად შესაძლებელია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა I 23.05.2024

ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მოვლენები სწრაფად ვითარდება.

ვენეციის კომისიის მკვეთრად უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, პარლამენტი მომავალ კვირას გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ნინო კვირიკაშვილი ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგაც საპროტესტო მუხტი არ ჩაქრება.

„რა თქმა უნდა, ეს მუხტი მუდმივად ერთნაირ დონეზე ვერ იქნება, მაგრამ აქციის მონაწილეები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ეს სიბრაზე საარჩევნო უბნებამდე უნდა მივიდეს“. – განაცხადა ნინო კვირიკაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: