ღია სტუდია - რამდენად საფუძვლიანია პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი I 28.11.2024
ღია სტუდია - რამდენად საფუძვლიანია პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი I 28.11.2024

28 ნოემბერს პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა. 14 დეკემბერს ხმოსნების კოლეგია პრეზიდენტს აირჩევს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გამართულად მუშაობს. შესაბამისად, ხელისუფლება რაიმე სახის კრიზისზე საუბარს არასერიოზულს უწოდებს.

პოლიტოლოგი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი არსებობს და სავარაუდოდ, საგაზაფხულოდ კიდევ უფრო გამძაფრდება.

„ის, რომ მრავალპარტიულ ქვეყანაში პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოადგენილი, უკვე მიუთითებს ამ კონფლიქტზე“, – ამბობს მელაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: