ღია სტუდია - რამდენად რეალურია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება 6 თვეში
ღია სტუდია - რამდენად რეალურია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება 6 თვეში
  •  პარასკევს ევროპის საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს უკრაინასა და მოლდოვას აუცილებელი პირობების შესრულებით. საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი მარიამ ჩიტიშვილი ამბობს, რომ აქამდე მხოლოდ 1 შემთხვევა იყო, როცა ევროპის საბჭომ ევროკომისიის რეკომენდაცია შეცვალა – ეს საბერძნეთთან დაკავშირებით მოხდა. „ სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, ამჯერად ეს გამონაკლისი შესრულდეს და საქართველომაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – ამბობს ის. მარიამ ჩიტიშვილის განცხადებით, არც თუ პოზიტიური წარსული გამოცდილების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება მზად არის, თავისი რეკომენდაციებით და საექსპერტო კვლევებით დაეხმაროს საქართველოს, 6 თვის თავზე რეკომენდაციების წარმატებით შესრულებაში.

სტუმარი – მარიამ ჩიტიშვილი, დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: