ღია სტუდია - რა ხდებოდა ეკონომიკაში 2021 წელს
ღია სტუდია - რა ხდებოდა ეკონომიკაში 2021 წელს

2021 წელი საქართველოში კოვიდშეზღუდვების მოხსნით დაგვამახსოვრდება. შეზღუდვების მოხსნის შედეგად უკვე ეკონომიკაც ამუშავდა.
პროფესორ ლია ელიავას თქმით, საქართველოში ყოველთვის იყო მართვის პრობლემა, რაც პანდენიისას კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა. „საქართველოში მექანიკურად გადმოიტანეს კოვიდრეგულაციების ევროპული მეთოდი. აქ აკრძალვებმა პირველ რიგში მოხმარების სექტორს დაარტყა, რაც ჩვენი ეკონიკის 70% შეადგენს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიადგა“ – ამბობს ის.
ეკონომიკის პოლიტიკის მაგისტრის ვეფხია გიორგაძის აზრით, ეკონომიკის გახსნის შემდეგ, ზრდა კი შეიმჩნევა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით ეს ზრდა ძალიან მოკრძალებულია. მისივე განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა არ ნიშნავს, რომ ეს რიგითი ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, რადგან ინფლაცია ძალიან დიდია. „რეალურად, ეკონომიკა ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა“ – ამბობს ვეფხია გიორგაძე

სტუმრები: ლია ელიავა, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და ვეფხია გიორგაძე, ეკონომიკის პოლიტიკის მაგისტრი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი