ღია სტუდია - ქვეყნის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევები
ღია სტუდია - ქვეყნის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევები

ძველი თუ ახალი სამთავრობო გუნდი. მოსალოდნელია თუ არა კვირიკაშვილის კაბინეტის შეცვლა, თუ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკვლავებას ივანიშვილი კვლა მოქმედ გუნდს ანდობს. UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთიდღეობის კვლევა, რომელმაც მთავრობა ახალი ხედვების შემუშავების აუცილებლობის წინაშე დააყენა. რა რესურსი გააჩნია მოქმედ გუნდს ქვეყნის წინაშე არსებული პლიტიკურ- სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მან ამისთვის.

“მიტინგების დრო საქართველოში უკვე ამოიწურა. დღეს ჩვენ საზოგადოებას თავიდან ვაშენებთ, რის ფონზეც უმნიშვნელოვანესია სწორად შევაფასოთ ამა თუ იმ პარტიის შესაძლებლობები. ხალხი პრობლემებს ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს და ვერ ირჩევს იმ პოლიტკურ ძალებს, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებენ.” – განაცხადა თემურ თუმანიშვილმა

“სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა შეიმქნას. დღეს ქვეყნისთვის და მათ შორის, ეკონომიკისთვის დამღუპველი სწორედ უსისტემობაა. საქართველოში ე.წ საპრივატიზაციო ნიშა, ინვესტიცია  უკლებლივ ყველა მოქალაქეზე უნდა გაიცეს, – განაცხადა რამაზ გერლიანმა

სტუმრები: თემურ თუმანიშვილი – ანალიტიკოსი, რამაზ გერლიანი – ეკონომისტი