ღია სტუდია – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების ფონზე

16:16, 25.06.2018
-0:00
“დღეს საბანკო სექტორი წარმატებას თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობის ხარჯზე აღწევს, ბანკები ბიზნესის დაფინანსების ერთადერთი წყაროა, რაც მომავალში უნდა შეიცვალოს და ბიზნესს დაფინანსების ალტერნატიული საშუალება უნდა გაუჩნდეს.”
“საჯარო სექტორში მაღალი ხელფასები სახელმწიფო უწყებებში პროფესიული კადრების მიზიდვის საფუძველია.”
“დღეს ბიუჯეტს პენსიების გაზრდის შესაძლებლობა არ ააქვს, თუმცა პენსიის გაორმაგების შემთხვევაშიც კი პენსიონერის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად ვერ შეიცვლება.”
 “დღეს არსებული პრობლემების დაძლევა რთული , მაგრამ შესაძლებელია, ბაზარზე კონკურენციის დარეგულიერა ეკონომიკის წინსვლის წინაპირობა შეიძლება გახდეს, საბანკო სექტორთან ერთად თამაშის წესები სხვა სფეროებშიც უნდა დარეგულირდეს, ახალი პრემიერ -მინისტრის ინიციატივების რეალური ამოქმედება ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისთვის პარლამენტმაც შესაბამის ი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს.” – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ
სტუმარი: ვახტანგ ჭარაია – თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი

მსგავსი