ღია სტუდია - „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები I 16.10.2025
ღია სტუდია - „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები I 16.10.2025

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ თავად ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიზნები.

ამის მიუხედავად, ჩოკორაია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს კონკრეტული პარტიების აკრძალვის შესახებ.

ამასთან, უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას ახალ რეპრესიულ ტალღად აფასებს.

„ფინანსურმა ჯარიმებმა რადგან რუსთაველის პროსპექტზე აქციის მონაწილეთა აქტიურობაზე ზეგავლენა ვერ მოახდინეს, ახლა მცდელობაა, მონაწილეები ფიზიკურ იზოლაციაში მოაქციონ“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: