ღია სტუდია - პროექტი იგლ ჰილსი - პლუსები და მინუსები I 27.11.2025
ღია სტუდია - პროექტი იგლ ჰილსი - პლუსები და მინუსები I 27.11.2025

იგლ ჰილსი – პროექტი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ დღეს საქართველოში და არც უსაფუძვლოდ. არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე რეკორდული ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რომლის მოცულობაც 6 მილიარდ დოლარს აღემატება.

პირველი არხის ეკონომიკური ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი არ იზიარებს ქვეყანაში არსებულ მიდგომას, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია.

„როცა ქვეყანაში არ არსებობს საინვესტიციო პოლიტიკა – უცხოელი ინვესტორი ფულს მოგებისთვის დებს მშენებლობაში და არა, დავუშვათ, ახალ ტექნოლოგიებში“, – მერაბ ჯანიაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტან ჭარაია კი თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაციების შემოღების გარეშე, თბილისში ისედაც გაძვირებული ბინები კიდევ უფრო გაძვირდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: