ღია სტუდია - პრემიერმინისტრის გადადგომა. რა სამთავრობო ცვლილებებს უნდა ველოდოთ
ღია სტუდია - პრემიერმინისტრის გადადგომა. რა სამთავრობო ცვლილებებს უნდა ველოდოთ

სტუმარი: ვაჟა ბერიძე – სტრატეგული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

“ივანიშვილი მიხვდა, რომ ქვეყანაში აიცილებელი იყო გაბედული ცვლილებები ; კულუარული ინფორმაციით, კვირიკაშვილის წინააღმდეგ მისი ერთ- ერთი მთავარი არგუმენტი ანაკლიის პორტის მშენებლობის არასათანადო ტემპებს უკავშირდებოდა”.
“კვირიკაშვილი პროგრესულად მოაზროვნე და ღრმად განსწავლული ადამიანია, თუმცა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე მემარჯვენე ხედვებზე პედალირება მისი მხრიდან არასწორია. ის უნდა გამხდარიყო რეალური პოლიტიკური ლიდერი და არ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ მენეჯერის ამპლუაში ; ამდენად მისი თანამდებობოდან წასვლა ლოგიკურია”
“მე ივანიშვილს პრემიერად დაბრუნებას არ ვურჩევდი; იგი უპრეცედენტო ქველმოქმედია და ჩემი აზრით, მან უმჯობესია ქვეყანაში მასშტაბური აღმშენებლობლობითი საქმიანობა გაგრძელოს; ივანიშვილისთვის საკმარისია პარტიის ხელმძღვანელობა; თუმცა საზოგადოებისგან ასე იზოლირებული არ უნდა დარჩეს და ხანდახან საჯარო სივრცეშიც უნდა გამოჩნდეს”;
“ფინანსთა მინისტრი პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატია; მამუკა ბახტაძე პირველი იყო, ვინც ყოფილი პრემიერი მემარჯვენე ხედვების გამო გააკრიტიკა და დაუპირისპირდა კიდეც . თუმცა არც გახარია და ცქიტიშვილი არიან მიუღებელნი” – აცხადებს  ვაჟა ბერიძე