ღია სტუდია -  პოლიტიკური რეალობა საქართველოში
ღია სტუდია - პოლიტიკური რეალობა საქართველოში

რა ხდება ქვეყნის პოლიტიკურ ველზე ” ქართული ოცნების” მმართველობის მეექვსე წელს ; რას ნიშნავს პოლიტიკიდან წასული და პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი; რა მოუტანა საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი გუნდის დაპირისპირებამ და ურთიერთბრალდებებმა ; ამ ფონზე რამდენად პოლიტიკურად ანგარიშგასაწევად გამოიყურება ოპოზიცია და რამდენად ხალხისთის მისაღები მეთოდებით და ტაქტიკით იბრძვის იგი ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად ; რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ საპრეზიდენტო მარათონისგან და აქვს თუ არა ოცნებას ხელისუფლების შენარჩუნების რესურსი .
სტუმრები: ლევან კახიშვილი და ელენე ფანჩულიძე- პოლიტიკის ინსტიტყტის ანალიტიკოსები.

“დღეს, როცა საქართველო ინსტიტუტების გაძლიერების გზას ადგას, პარტიის და მთავრობის მართვა ერთი და იგივე აღარ არის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ ქართული ოცნება“ , პრემიერის განცხადებით, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, მის მიერვე დაფუძვნებული პარტიის თავმჯომარედ ივანიშვილის დაბრუნება გარკვეულ საფრთხეს მაინც შეიცავს. ასეთ ვითარებაში პარტია, შესაძლოა, ლიდერზე ზედმეტად ჩამოკიდებული გახდეს”.” პრეზიდენტის და პარლამენტის დაპირისპირებამ უჩვენა, რომ მარგველაშვილმა შეძლო „ოცნების გავლენიდან“ გამოსვლა და არ იქცა აბსოლუტურად მორჩილ პრეზიდენტად. ამან კი მას საშუალება მისცა, საზოგადოებისთვის საკუთარი გზავნილები გაეგზავნა, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა” -აცხადებს ლევან კახიშვილი.

“პარლამენტის და პრეზიდენტის დაპირისპირებამ ის ნეგატიური შედეგი მოიტანა, რომ ქვეყნის პლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირების დღედ იქცა და მთლიანად დაცლილი იყო შინაარსისგან”- აცხადებს ელენე ფანჩულიძე.