ღია სტუდია - პატრიარქის ეპოქა I 19.03.2026
ღია სტუდია - პატრიარქის ეპოქა I 19.03.2026

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კვირას, სიონის ეკლესიაში დაკრძალავენ.

სამგლოვიარო წერილებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს ასეთი შეფასებები – უმაღლესი მორალური ავტორიტეტი; ქართველი ერის სულიერი მამა; განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო; სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი. და რომ ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად, ეპოქა დასრულდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასულიერო აკადემიის პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა მომავალში შეფასდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: