ღია სტუდია - ორი დღე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე I 02.10.2025
4 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიები განსხვავებული განწყობით ხვდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და ის 64-ივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
პარტია „გირჩის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილი თბილისელები მივლენ და ამით თავიდან იქნება აცილებული ადგილობრივი თვითმმართველობის სრულად „ქართული ოცნებისთვის“ ჩაბარება.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი კი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ადგილი რუსთაველის გამზირზეა და არა საარჩევნო უბნებში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
