ღია სტუდია - ორდღიანი პროტესტი თბილისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ
ღია სტუდია - ორდღიანი პროტესტი თბილისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ

“ნარკორეალიზატორთა გამოვლენის მიზნით ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და მასთან დაკავშირებული ორდღიანი აქცია პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას უკავშირდება, მიზანი დემოკრატიის პარალელურად ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა, რის გარეშეც სახელმწიფოს მართვა წარმოუდგენელია.”

“მთავრობის გადადგომის საკითხი მხოლოდ აქციაზე შეკრებილი ორი ათასამდე ადამიანის გადასაწყვეტი არ არის. მათ წინაშე გამოსული შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიში დიალოგისკენ და ურთიერთობებისკენ მოწოდებას და შესაძლო შეცდომების გამოსწორების მცდელობას ნიშნავდა, ამისთვის კი ხელისუფლებაში სერიოზული საკადრო ცვლილებების განხორციელება იქნება აუცილებელი.”

“ახალი ნარკოპოლიტიკა პარლამენტმა მთელი ქართული საზოგადოების, მათ შორის, ინტელიგენციის და ეკლესიის აზრის გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ , რომ ქვეყანაში შექმნილი ესა თუ ის რთული ვითარება პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც სულს ღაფავს, თავისი სასარგებლო პროცესების ასაგორებლად გამოიყენოს.” – განაცხადა რადიო პირველი არხის ეთერში იგორ კვესელავამ

 

სტუმარი: იგორ კვესელავა – პროფესორი, საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე