ღია სტუდია - ომი უკრაინაში - დასკვნები ხუთი თვის შემდეგ
ღია სტუდია - ომი უკრაინაში - დასკვნები ხუთი თვის შემდეგ

„რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ არ მომხდარა ისეთი გარდატეხა, რომელიც ომის მომავალ შედეგს უტყუარად დაგვანახებდა. რუსეთის ომი უკრაინაში გაჭიანურდება. სტრატეგიულად ამ ომში რუსეთი უკვე დამარცხებულია, რადგან მსოფლიო საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო და ახალი მოკავშირეებიც ვერ გაიჩინა. თუმცა, დღეს ვერც უკრაინის ერთმნიშვნელოვან წარმატებაზე ვილაპარაკებთ.

ომში მიღწეულ წარმატებაზე ლაპარაკი მაშინ შეიძლება, თუ უკრაინა ისევ თავისუფლად გავა აზოვისა და შავ ზღვაში, ხოლო გამარჯვებად კი შეიძლება ჩაითვალოს დღემდე ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლება და იქ უკრაინის იურისდიქციის აღდგენა.

ცხადია, უკრაინა ისურვებს ყირიმის დაბრუნებასაც. საინფორმაციო, იდეოლოგიურ ომში უკრაინა დღეს ჯაბნის რუსეთს. რუსეთი ეცდება ეს უპირატესობა წაართვას ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მორღვევით“, – ვახტანგ კაპანაძე.

რესპონდენტი: ვახტანგ კაპანაძე, ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის მკვლევარი, გენერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: