ღია სტუდია - ნიკა შენგელია - უკრაინის ომის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ომამდე ვიყავით I 11.05.2023
ღია სტუდია - ნიკა შენგელია - უკრაინის ომის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ომამდე ვიყავით I 11.05.2023

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთ პროცენტამდე გაზარდა. ასევე ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია დაიკლებს.

ამ ოპტიმისტულ პროგნოზს არ იზიარებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია, რომლის განმარტებითაც, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მეტწილად მხოლოდ ციფრებია და მოსახლეობა ამ ზრდას ვერ გრძნობს.

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, საქართველო ისევ აღმოჩნდება იქ, სადაც ამ ომამდე იყო – მაღალი ფასი ენერგომატარებლებზე, სუსტი ლარი, ძვირი ყოველდღიური მოხმარების საგნები“, – ამბობს ის.

მისივე ვარაუდით, უახლოეს სამ თვეში გამოჩნდება, როგორ აისახება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა საქართველოს ეკონომიკაზე.

ნიკა შენგელიას აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო გააქტიურდება საკუთარი პროდუქტის რუსეთში გატანით.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: