ღია სტუდია - მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა
ღია სტუდია - მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა

კონფლიქტური რეგიონები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ხელისუფლების დამოკიდებულება დროებითი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი საქართველოსა და იქ მცხოვრები მოქალაქეებისადმი . რუსული აგრესია და საერთაშორისო თანამეგობრობა. რამდენად მაქსიმალურად იყენებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ბერკეტებს და რამდენად ადექტავურად დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თანამედროვე მსოფლიოს დღის წესრიგში. მერკელი საქართველოში და გერმანიის როლი საქართველო -რუსეთის ურთიერთობებსა და ქვეყნის ევრო- და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების რეალობად ქცევაში.

“ანგელა მერკელისთვის, რომელიც ბერლინის კედლის იქით გაიზარდა , არ არის უცხო, რას ნიშნავს პირობითი საზღვით გაყოფილი ქვეყანა. მისი ვიზიტი სწორედ ასეთი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულებაა” -ქეთევან ციხელაშვილი

“რუსეთის აღიარების პოლიტიკა ჩავარდნილია, რაც იმაში გამოიხატება , რომ ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას , რამდენიმე სახელმიწფოს გარდა, მხარი არავის დაუჭერია. აგვისტოს ომიდან 10-ე წლისთავზე სრული დამოკიდებულების ნაცვლად აფხაზეთმა და ოსეთმა , დანარჩენი საქრათველოს მსგავსად რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხე მიიღო”- ქეთევან ციხელაშვილი

“საზოგადოებრივი დიალოგი პირობითი საზღვების მიღმა დარჩენილ ხალხთა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, ადამიანებმა , მავთულხლართების ორივე მხარეს თანამბრად უნდა გავაცნობიეროთ, რა მივიღეთ. ეს გარდატეხა აუცილებლად უნდა მოხდეს , განსაკუთრებით აფხაზებსა და ოსებში” -ქეთევან ციხელაშვილი

“საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკამ  „ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერა დაიმსახურა. საქართველოს მთავრობის ამ პოლიტიკას საკუთარ განცხადებებში მსოფლიოს უკლებლივ ყველა ლიდერი მიესალმება – ქეთევან ციხელაშვილი

სტუმარი: ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი