ღია სტუდია - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა: ხიფათიანი თუ სასარგებლო?
ღია სტუდია - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა: ხიფათიანი თუ სასარგებლო?

თიბისი ბანკის დამფუძნებლები აიძულეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დაეტოვებინათ. ბუნდოვანია ანაკლიის პორტის აშენების პერსპექტივა. მესამე თვე დაიწყო, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო წესით იხდიან ფულს საპენსიო ფონდში და არ ცხრება კრიტიკა მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიმართ. გახშირდა ახალი მოსაკრებლების თუ რეგულაციების დაწესება. ღია სტუდიაში განვიხილავთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოქმედებს ეკონომიკაზე და ეკონომიკური გადაწყვეტილებებს, რომელთა კვალი ამჩნევია პოლიტიკას.

სტუმარი: გია ჯანდიერი – ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე პრეზიდენტი.