ღია სტუდია - მორიგი კრიტიკული ანგარიში ევროპარლამენტიდან I 26.02.2026
ღია სტუდია - მორიგი კრიტიკული ანგარიში ევროპარლამენტიდან I 26.02.2026

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა განიხილა ახალი ანგარიშის პროექტი საქართველოს შესახებ. ანგარიში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის ევროპულ გზას.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებას უკვე აღარ აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს იღებენ ევროპარლამენტარები და რა განცხადებები კეთდება საქართველოს მიმართ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრი შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ საქართველომ დიდი დრო დაკარგა ბრიუსელთან კონფლიქტში და, სამწუხაროდ, ვითარების გამოსწორების ნიშნები არ ჩანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: