ღია სტუდია – კონკრეტული მართლმსაჯულებით გამოვლენილი რეალობა ხელისუფლების რეაგირება და სავარაუდო შედეგები
სად მიგვიყვანს მოზარდთა მკვლელობის საქმე და შეძლებს თუ არა ხელისუფლება, სავარაუდოდ, ” მწარე” სიმართლისთვის თვალის გასწორებას, რას მოუტანს ქვეყანას უმძიმესი ტრაგედიის გარშემო განვითარებული მოვლენები.
“სიმართლის ძიებით იმედგაცრუებული შვილმკვდარი მამის პროტესტს, სამწუხაროდ, ახლა უკვე პოლიტიკური ძალები მართავენ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ზაზა სარალიძეზე ახდენდეს გავლენას, რისი პირდაპირი დადასტურებაა შექმნილ ვითარებაში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.”
“ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას უკან დახევის ეშინია, რამდენადაც არ იცის, საპროტერსტო მუხტის დავარდნა რა გავლენას მოახდენს საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობასა და შედეგზე.”
“ხელისუფლება არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ასეთი სიხშირით დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციები, მით უფრო, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, „ ოცნების“ მთავრობისთვის დიდი გამოწვევაა. ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან გარიგებაში არ შევა და ამ განსაკუთრებულად სასტიკ დანაშაულზე სწორ რეაგირებას მოახდენს.” – განაცხადა გივი ხაჭაპურიძემ
“ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა სამართლებრივ სივრცეში დარჩენაა, რასაც ემსახურება კიდეც მის მიერ გადაგმული ყველა ნაბიჯი. შვილმკვდარი მამის საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური ლოზუნგების გაჩენა ყველაზე მეტად სწორედ მის ინტერესებს აზარალებს, სამოქალაქო აქტიურობას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ სამართლებრივი ბერკეტი ამჟამად ხელისუფლების ხელშია.”
“ახალი პროკურორის არჩევის პროცესის დისკრედიტაცია არ არის მართებული, მიტინგზე და აქციაზე მთავარ პროკურორს ვერავინ დანიშნავს, ეს კანონით დადგენილი პროცედურით უნდა მოხდეს.” – განაცხადა გედი ფოფხაძემ
სტუმარი: გივი ხაჭაპურიძე – PR საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა: გედი ფოფხაძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.