ღია სტუდია – ხორავას ქუჩის მკვლელობის განაჩენი და მასზე ხელისუფლების რეაგირება
“ხორავას მკვლელობის ხელმეორედ გამოძიების შედეგი თუ განსხვავებული იქნება, პროკურორის მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკმარისი აღარ იქნება.”
“ხორავას მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, თუ რა მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის და ზოგადად, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა მართლმსაჯულების სისტემისთვის, სწორედ მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებამ მისძა ბიძგი.” – განაცხადა, დიმიტრი ხაჩიძემ
“საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა რაც შეიძლება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამ კომისიას მხოლოდ დანაშაულთან დაკავშირებული რეალური ფაქტების და მასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების გამოვლენა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის და სტრუქტურების რეფორმირების საკითხის დაყენება შეუძლია, დამნაშავეთა დასჯა მის კომპეტენციაში არ შედის.”
“იუსტიციის მინისტრს მოუწევს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა მისი შეცვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩია.” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ
სტუმარი: დიმიტრი ხაჩიძე -კონსტიტუციის 42- მუხლი
სატელეფონო ჩართვა: ზაალ ანჯაფარიძე – ანალიტიკოსი