ღია სტუდია – ხონი- რაიონის პოტენციალი , პრიორიტეტები და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
სტუმარი : ლადო ჯურხაძე – ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
“ხონის დადიანების სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოების გარკვეული ნაწილი 2019 წლისთვის უკვე განხორციელებული იქნება. ფრანგი დიზაინერის მიერ 18-ე საუკუნეში გაშენებული ტყე -პარკი და სასახლის შენობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია, მისი აღდგენისთვის მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს . ტყე-პარკის რეაბილიტაციაში სახელმწიფო ფინანსებთან ერთად, შესაძლოა, კერძო ინვესტიციებიც ჩაიდოს”.
“ხონის მოსწავლეთა ახალგაზრდულ ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება . შენობის რემონტი შემოდგომაზე დასრულდება . ცენტრში მოქმედი ყველა წრე მუნიციპატიტეტის დაფინანსებაზეა.”
“2019 წლიდან ხონის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება დაიწყება.ამ პროცესში კომპანია „ სოკართან“ ერთად სახელმწიფო სტრუქრუტებიც აქტიურად არიან ჩართულნი”.