ღია სტუდია – ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ხელისუფლების შესაცვლელად
რას მოუტანს “ოცნებას” გუნდის ცვლილება და მოახერხებს თუ ვერა ივანიშვილი ჯერ საკუთარი კანდიდატურის გაპრეზიდენტებას, ხოლო ორი წლის შემდეგ ხელისუფლების კიდევ ერთხელ შენარჩუნებას, ვინ შეიძლება გახდეს ოქტომბერში “ოცნების” საპირწონე პოლიტიკურ ველზე და უნდა ველოდოთ თუ არა მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემს. აქვს თუ არა საქართველოს საქმე გადასარჩენად
“მცირე მთავრობის იდეა და მმართველი გუნდის იდეოლოგია ერთმანეთთან თანხვედაში ვერ მოდის. ივანიშვილის გაპრეზიდენტება არარეალურად მეჩვენება, პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკაში მხოლოდ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებით კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ მას საჯაროობა არ აინტერესებს.”
“არც თავად უსუფაშვილს არც , მის მიერ დაარსებულ “შენების მოძრაობას“ საზოგადოების მხარდაჭრა არ ააქვს, რაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოუტანს; უსუფაშვილს გაპრეზიდენტებისთვის ძლიერი პარტია მაინც უნდა უმაგრებდეს ზურგს. სწორედ ამას შეიძლება ემსახურებოდეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოქმედი პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო არჩევენებში ერთიანი ძალით წარდგენის შესახებ შეთავაზება.” – განაცხადა ლევან კახიშვილმა
სტუამრი: ლევან კახიშვილი – პოლიტიკის ინსტიუტის ანალიტიკოსი