ღია სტუდია – გრიპის ვაქცინაცია ნოემბრის ბოლომდე გასტანს I 03.11.2026
საქართველოში გრიპის შემთხვევების მატებას ნოემბრიდან ელოდებიან. ამ ეტაპზე საქართველოში ცირკულირებს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი – მაგალითად, რინოვირუსი და კორონავირუსი.
დაახლოებით ერთი კვირაა, რაც შესაძლებელია გრიპის აცრის გაკეთება – ამჯერად, საქართველოში სამ კომპონენტიანი 200 ათასი ვაქცინაა შემოტანილი.
აცრის გაკეთება მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ არის შესაძლებელი.
რატომ უნდა ავიცრათ – ამ თემაზე საუბრობს ოჯახის ექიმი ნანა ბიბილური.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

