ღია სტუდია - გიორგი კლდიაშვილი - ნაციზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს I 09.05.2023
ღია სტუდია - გიორგი კლდიაშვილი - ნაციზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს I 09.05.2023

9 მაისს ევროპის სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი 12 სახელმწიფო ამ დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს. უკრაინაში წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნაციზმზე გამაჯვების დღე 8 მაისს იქნება აღნიშნული. 9 მაისს კი უკრაინაში, ევროპის დღე იქნება.

რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც იყო ინიციატივა, რომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს დადგენილიყო. თუმცა, გადაწყეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ საქართველომ, ევროპის ქვეყნების მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე 8 მაისს უნდა აღნიშნოს.

„ეს სულაც არ იქნება უპატივცემულობა ომის ვეტერანების ან ომში დაღუპულთა ხსოვნის მიმართ. ეს იქნება იმ იდეოლოგიის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ნიშნავს“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: